მე მიყვარს ქართული სამზარეულო და მისტვის დამახასიატებელი კერძები.
Thursday, December 13, 2012
ქართული სამზარეულო მსოფლიოში
ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ეროვნული ტანსამლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.
Add caption |
ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეხვდებით. ქართული რესტორნების ბიზნესი განსაკუთრებით კარგად მუშაობს პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოსკოვში ქართული რესტორნების მთელი ქსელია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. მართალია, მოსკოვისგან განსხვავებით ოკუპირებულ სოხუმში, რესტორნებს "სულიკოსა" და "გენაცვალეს" ვერ არქმევენ, მაგრამ სოხუმის ყველაზე პოპულარული რესტორნის, "ნარტაას" მენიუში მითითებული აქვთ, რომ მათი საფირმო კერძი აჭარული ხაჭაპურია. ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ, ქართულ ხინკალსა და ხაჭაპურზე მოთხოვნა გაჩნდა ცხინვალსა და ჩრდილოეთ ოსეთში.
ქართული ტრადიციული ნუგბარი
გოზინაყი
გოზინაყი მზადდება ნიგვზითა და მოდუღებული თაფლით. ის საქართველოში ყველაზე გავრცელებული ტკბილეულია, რომელსაც ტრადიციულად მხოლოდ საახალწლოდ ამზადებენ.
ყურძნის წვენის -ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა და თათარას (ფელამუში)
ქართული სამზარეულო
ქართველებს მსოფლიოში ყველაზე მაგარი კერძები, სუფრა და ადათ-წესები რომ გვაქვს ორი აზრი არ არსებობს. ვერც ერთი ქვეყნის სამზარეულო ვერ შეედრება მას.
ხაჭაპური
ქართული სამზარეულოს მთავარი კერძები
ქართული სამზარეულო, კულინარიის სტილი, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. საქართველო ღვინის სამშობლოა, აქვაზი თითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს ქვევრში აყენებენ.
Subscribe to:
Posts (Atom)