Thursday, December 13, 2012

ქართული სამზარეულო მსოფლიოში


ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ეროვნული ტანსამლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.


Add caption



ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეხვდებით. ქართული რესტორნების ბიზნესი განსაკუთრებით კარგად მუშაობს პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოსკოვში ქართული რესტორნების მთელი ქსელია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. მართალია, მოსკოვისგან განსხვავებით ოკუპირებულ სოხუმში, რესტორნებს "სულიკოსა" და "გენაცვალეს" ვერ არქმევენ, მაგრამ სოხუმის ყველაზე პოპულარული რესტორნის, "ნარტაას" მენიუში მითითებული აქვთ, რომ მათი საფირმო კერძი აჭარული ხაჭაპურია. ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ, ქართულ ხინკალსა და ხაჭაპურზე მოთხოვნა გაჩნდა ცხინვალსა და ჩრდილოეთ ოსეთში. 



No comments:

Post a Comment